07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ტოიოტას" ბაზრიდან 6 მილიონამდე ავტომობილი გაყავს

ტოიოტა ბაზრიდან 6 მილიონამდე ავტომობილს გაიწვიეს. გადაწყვეტილება უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა უსაფრთხოების ბალიშის მუშაობაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო მიიღო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპული და აზიური ბაზრიდან 5 მილიონ 800 ათასი ავტომობილის გაწვევა იგეგმება, რომლებსაც კორპორაცია ტაკატას მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიში აქვს დამონტაჟებული.

მათ შორის საუბარია კოროლას, ვითს-ის და იარის-ის მოდელებზე, რომლებიც 2000 -2001 წლებშია გამოშვებული, ასევე 2006 წლის აპრილში და 2014 წლის დეკემბერში გამოშვებულ ავტომობილებზე.

დღის ამბები