01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის - გოეთეს ინსტიტუტის ახალი პროექტი

”გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის” ამ სახელწოდებით სწავლება ბორჯომში იმართება. გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გერმანელი საერთაშორისო ექსპერტი საბინე ქვენოტი ქართველი, სომეხი, უკრაინელი პედაგოგების გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის პროგრამულ თემაზე სემინარებს პირველად მართავს.

პროექტი განათლების და გარემოს დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს მასშტაბით გერმანულენოვან სკოლებში დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით.

გაკვეთილზე გერმანული ენასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების სწავლება მოხდება.

დღის ამბები