07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ჰოლივუდში ჰიუ ლორისის ვარსკვლავი გაიხსნა

ჰიუ ლორის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ბრიტანელი მსახიობი, რომელიც მაყურებლისთვის ექიმი ჰაუსის როლით არის ცნობილი, ცერემონიას პირადად დაესწრო. მან ხეივანში შეკრებილ თაყვანისმცემლებს სიტყვით მიმართა და ამერიკელებს ჯინსის და მარტინის კოქტეილის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდის დიდების ხეივნის წევრობა მისთვის დიდი პატივია, თუმცა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მუსიკალური კარიერისთვის დრო აღარ რჩება.

დღის ამბები