01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
"ისეთ ადგილზე იყო ნაპოვნი გვამი, გუშაგი ვერ ნახავდა"- გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა

კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა, რომან შენგელია, რომელსაც შემთხვევის ადგილი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს. 

შენგელია ამბობს, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო და გამოძიების დასრულებას ელოდება. 

"გამოძიებას დაველოდოთ. შიდა ტერიტორიაზე მოხდა სროლა. ზურგიდან არის ნასროლი, ზურგიდან იქნებოდა აბა მირბოდა შიდა ტერიტორიიდან. თან არ ქონია ცეცხლმაქრი იქ ეყარა. მე ვნახე სურათი პისტოლეტი არაა, გაზოვია იქ.

"პირველად ვარ მე აქ. ცრუ ინფორმაციებია, დაცული ტერიტორია კი არის ეს. რაღაც უნდა მოეპარათ ალბათ, აბა რაზე უნდა შესულიყვნენ აქ.

"შესაძლოა გადარჩენილიყო კი როგორ არა, რომელ საათზეა ნაპოვნი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ნათქვამით ბევრი რამეა ნათქვამი, ბევრი ცრუ ინფორმაცია მოვიდა, რომელიც აქ დადასტურდა. მე სათვალთვალო კამერები ვერ ვნახე," - აცხადებს დაღუპულის მამა, რომან შენგელია. 

დღის ამბები