01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
2016 წლის 9 თვის მონაცემებით, სახელმწიფოს საშინაო ვალმა 211 მილიონი შეადგინა

2016 წლის ბიუჯეტის შესრულების მხრივ, მთავრობას პრობლემები აქვს. ამის შესახებ ექსპერტები საუბრობენ. თუ მთელი წლის განმავლობაში 200 მილიონი საშინაო ვალი უნდა ჰქონოდა მთავრობას, უკვე 9 თვის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 211 მილიონს შეადგენს. 

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ცუდ გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე და ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში, მთავრობას საგარეო ვალი უნდა აეღო და გრანტების მოზიდვა მოეხდინა. 

"საგარეო სესხების და გრანტების კუთხით ვერ სრულდება გეგმა ჯერ-ჯერობით. როცა ვიღებთ საგარეო ვალს, ის არის კონკრეტული მიზნობრიობის, ანუ მაგალითად, თუ გვინდა გზის დაგება, ამას აფინანსებს მსოფლიო ბანკი და იგება გზა. როცა იღებ საშინაო ვალს, ეს თანხა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის გამოიყენო," - განმარატვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი. 


 

 

დღის ამბები