01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
პირველად საქართველოში - Psychic TV​ დღეს ქართველ მსმენელს შეხვდება

საუკუნის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, მუსიკოსი, პოეტი და შემსრულებელი პირველად საქართველოში. ხელოვანი, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიას სრულიად ახალი ჟანრები დაუტოვა. ჯენეზისი და მისი აუდიო ვიზუალური არტ ჯგუფი Psychic TV მსოფლიო ტურის ფარგლებში, დღეს ქართველ მელომანებს კლუბ ბასიანში შეხვდებიან.

ჯენეზის ფი ორიჯი თავდაპირველად ბრიტანეთმა, მოგვიანებით მსოფლიომ 70-იან წლებში სრულიად განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციული ნაბიჯებით გაიცნო.

ქართველ მსმენელთან შესახვედრად Psychic TV-ს​ კონცერტი მსოფლიოს ტურის ფარგლებში და პროექტ მუზამეს ინიციატივით დაიგეგმა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები