07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ნატოს მინისტერიალზე შავი ზღვის რეგიონში კონტინგენტის​ გაზრდის საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტერიალზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საკითხზე მსჯელობენ და განიხილავენ თავდაცვისა და შემაკავებელი მექანიზმების გაძლიერებასაც.

მთავარი ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს კონტინგენტის გაზრდის თემასაც.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვებისა და ნატოს საზღვრებთან ჩატარებული სამხედრო სწავლებების გამოც.


დღის ამბები