07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
2 ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - ბიძგების სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდას მიაღწია

იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5 მთელი 5 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვესა ბიძგები ადგილობრივი დროით საღამოს 07:00 საათზე დაფიქსირდა. ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური, მაჩერატას პროვინცია დააზარალა. ორ საათში იმავე რეგიონში კიდევ ერთი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 6 მთელ 1 მეათედ მაგნიტუდას აღწევდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდნეიმე ადამიანი, თუმცა სამაშველო სამსახურების ცნობით, ზუსტი ინფორმაცია დაზარალებულებისა და შესაძლო ნგრევის შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ყველაზე დიდი ზიანი მიწისძვრამ ქალაქ კამერინოს მიაყენა. რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

იტალიის ცენტრალურ რეგიონებში ბოლოს ძლიერი მიწისძვრა 24 აგვისტოს მოხდა - დაიღუპა 300-მდე ადდამიანი.

 

დღის ამბები