07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა - იენს სტოლტენბერგი

რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა-ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას აქცენტი შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდასა და ალიანსის საზღვრებთან რუსეთის ქმედებებზე გაკეთდა.

მიღწეულია შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კონტინგენტის გაძლიერებაზე.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა ვალდებულია კრემლის ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდაზე ვისაუბრეთ. შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან რეგიონში ალიანსის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ნატო-ს საერთაშორისო გუნდი არსებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოქმედებების დახვეწაზე იმუშავებს.

"შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები განვიხილეთ. ისინი აგრძელებს მაშტაბურ წვრთნებს ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები