01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში გაზის დეფიციტი აღმოფხვრილია

საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში გაზის დეფიციტი უკვე აღმოფხვრილია, ეს ინფორმაცია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

მანამდე ღამით გავრცელდა ყაზტრანსგაზ-თბილისის და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებები, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს საზღვარზე ბუნებრივი გაზის შეფერხებით მოწოდებამ მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში გაზის დეფიციტი შექმნა, რის გამოც თბილისის გაზგამანაწილებელ სადგურებზე ვერ ხერხდებოდა შესაბამისი წნევით გაზის მოწოდება, და ამ მიზეზით დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზი დაბალი წნევით მიეწოდებოდა.

დღის ამბები