07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

განცხადება ამის შესახებ ერაყის ადამიანი უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რახიმ შამრიმ გააკეთა.

მისი თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად ქალაქ მოსულის შემოგარენში მდებარე სოფლებიდან აიყვანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ISIS-ის მებრძოლები მძევლებს რეგიონის მოსახლეობის დაშინების მიზნით სჯიან სიკვდილით. 

დღის ამბები