07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ნატო-ს წევრი 6 სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს

შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაძლიერებაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.

ალიანსის თავდაცვის მინისტერიალზე გადაწყდა, რომ რეგიონში 6 სახელმწიფოს მონაწილეობით გაიზრდება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების კონტიგენტი.

შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციის  ინიციატივა რუმინეთს ეკუთვნის, საუბარი ამ თემაზე იყო ნატო-ს ვარშავის სამიტზეც. გუშინ საღამოს კი თავად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაასახელა ის 6 ქვეყანა, რომელიც პროექტში მონაწილეობისთვის მზად არის.

„ჩვენი ძალები ნამდვილად მარვალეროვნული იქნება. ვაგზავნით მკაფიო მესიჯს. ნატო დგას როგორც ერთი ორგანიზაცია და ნებისმიერ ჩვენს მოკავშირეზე თავდასხმა ჩაითვლება ყველა ჩვენგანზე თავდასხმად. ალიანსი აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს. დღეს განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ყოფნის გაძლიერების პროგრესი. მრავალეროვნული ბრიგადა რუმინელების ხელმძღვანელობით ხმელეთზე განთავსდება. ვმუშაობთ საჰაერო და საზღვაო ზომების დახვეწაზე. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაძლიერებაში. მათ შორის არიან შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი,“-განაცახა სტოლტენბერგმა.

თავდაცვის მინისტერიალის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რუსეთი რჩება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ორი დღის განმავლობაში არაერთხელ ისაუბრა რუსეთთან დაკავშირდებით.

იანს სტოლტენბერგმა გაიხსენა ის ძალისმიერი ქმედებები, რომელიც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში განახორციელა. მინისტერიალზე განიხილეს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეებიც და შემაკავებელი მექანიზმების შემუშავებაზეც შეთანხმდნენ.

„შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობის თემა, მათ შორის რუსეთის სწავლებები, კავკასია 2016 და სარაკეტო სისტემების "ისკანდერების" განლაგება კალინინგრადში. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ახდენს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას და რაც მთავარია ვნახეთ, რომ მას აქვს სურვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების ყირიმის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ, ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მუქარის რიტორიკაც. ასე რომ ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება და სანდო შემაკავებელი მექანიზმი შეიმუშავოს უსაფრთხოების კუთხით ახალი გარმოსთვის. ნატო არ არის ძლიერი იმისთის, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, ნატო ძლიერია, რადგან ჩვენ გვსურს კონფლიქტის აღკვეთა,“-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დასრულდება. დღევანდელი დღე მთლიანად დაეთმობა ნატო-სა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

დღის ამბები