07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
შეერთებული შტატები მზადაა ISIS-ს ეორე ფრონტიც გაუხსნას

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაჯგუფება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს მეორე ფრონტიც გაუხსნას.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე კვირაში ამერიკული ძალები მზად იქნებიან შეტევა დაიწყონ სირიის ქალაქ რაქაზე, რომელიც  ISIS დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.

უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების დაკომპლექტება. მათი ამოცანა რაქას ალყაში მოქცევა და მისი აღება იქნება. პარალელურად იბომბება ალეპო და იდლიბი, სადაც მოიერიშეების სამიზნე სკოლის შენობა გახდა.

ბოლო მონაცემით დაიღუპა 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი. ვინ განახორციელა იერიში ამ დრომდე ცნობილი არ არის. მომხდარს გაერომ ტრაგედია და სამხედრო დანაშაული უწოდა.

იდლიპი ალეპოდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მას ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები