07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
თურქეთის პროკურატურამ 73 სამხედრო პილოტის დაკავების ბრძანება გასცა

თურქეთის პროკურატურამ 73 სამხედრო პილოტის დაკავების ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო გადატრიალების ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. მფრინავებს ბრალად ედებათ თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობა და ფეტულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს.

გასულ კვირას პოლიციამ კონიის სამხედრო ბაზაზე 47 ჯარისკაცი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, ხელისუფლება დღეს ამბოხებასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 200-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირის დაპატიმრებასაც გეგმავს.

დღის ამბები