01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდა

ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს. კულტურის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 7 ხმა შეხვდა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტს, ტენორს ბადრი მაისურაძეს, 2 ხმა კი კიდევ ერთ კანდიდატს, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ერგო. 

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მზია ნიორაძე, ირინა რატიანი, გური ზაქარეიშვილი, ბაადურ სამადაშვილი, მაია კობერიძე, ფრანგი დრამატურგი კრისტოფ გრისტი და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული დავით კინწურაშვილი. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ბადრი მაისურაძე უნდა გადმოვიდეს თბილისში და უხელმძღვანელოს თეატრს, აქ ადგილზე.

"მე ვფიქრობ, რომ დისტანციური მართვა ადეკვატური ვერ იქნება ამ შემთხვევაში და ბატონმა ბადრიმ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ გადმოვიდეს თბილისში და უხელმძღვანელოს თეატრს აქ ადგილზე,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.       

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის თქმით, კი ეს მისთვის არის სახლში დაბრუნება.

"არაფრის დათმობას არ გულისხმობს მანდ ჩამოსვლა, ჯდომა და მუშაობა. მე არ ვაპირებ იქ რაღაც სახელოსნოში მუშაობას, არის პროფესია, რომელიც მე არ მეხერხება. მე მოვდივარ იქ, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, ჩემთვის ეს სახლში დაბრუნებას ნიშნავს,“ - განაცხადა ბადრი მაისურაძემ.

ავტორი: მაია ლომიძე 

დღის ამბები