01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
Mercedes-Benz Fashion week - თბილისი მსოფლიოში ცნობილი სახეების მისაღებად ემზადება

დევიდ კომა, ელიოტ სამნერი და გერმანელი მოდელი ლიუსი ვონ ალტენი ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან შესახვედრად ემზადებიან. დისკუსია თბილისში გაიმართება.

2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის ვიდეო რგოლი, Mercedes-Benz -მა ცოტა ხნის წინ გაუშვა.

Mercedes-Benz -ის პრომო ვიდეოს კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი ამჯერად კადრს მიღმა დარჩა, ვიდეო რგოლის მთავარი დიზაინერი დევიდ კომაა.

ბერლინის შემდეგ თბილისი მეორე ქალაქი იქნება, სადაც დევიდ კომა ფილმის მთავარ გმირებთან ერთად, კამპანიის ვიდეო რგოლს საზოგადოებას პირადად წარუდგენს. კვირეულის მასპინძელი ამჯერადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იქნება.

ცნობილი და ახალბედა დიზაინერების ჩვენებები, მასტერკლასები, გამოფენები და შეხვედრები თბილისის Mercedes-Benz Fashion week- ის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები