01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
სახელმწიფოს მუსლიმი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა აქვს - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ.

ასევე მიმართავენ დომინანტი რელიგიური ჯგუფის მსგავსად, მიეცეს მათ რელიგიური რიტუალების ადეკვატურ პირობებში შესრულების შესაძლებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები წარმოქნას დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.

ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომელიც სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მომზადდა.

„სახელმწიფოს, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, მუსლიმი მოქალაქეების მიმართ აქვს დისკრიმინაციული პოლიტიკა. იმ ფონზე, როდესაც თავად სახელმწიფომ სოფელ მოხეში მსგავსი რელიგიური მიზნებისთვის 1 ლარად გადასცა მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას, ბუნებრივია, სახელმწიფომ დროულად უნდა დაასრულოს შესწავლა სადაო შენობის, ყოფილი მეჩეთის მესაკუთრეობის იმგვარად, რომ არ იქნას უგულებელყოფილი მუსლიმი თემის ინტერესი,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები