01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
გარდაცვლილი 59 წლის ქალი - ოჯახი საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს

პაციენტის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს ქეთევან ჩირიკაშვილის ოჯახი. ისინი მომხდარში გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 59 წლის ქალბატონი, მისი ახლობლების თქმით, კლინიკაში გულის პრობლემებით მიიყვანეს. მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მეორე დღეს ოჯახს პაციენტის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

ეჭვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახლობლების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე სილურჯეები შენიშნეს, თავის არეში კი ჭრილობა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით უკვე დაიწყო. გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები