07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
იტალიაში მომხდარი მიწისძვრა - ხელისუფლებამ 40 მილიონი ევრო გამოყო

იტალიაში მიწისძვრისგან დაზარალებული რეგიონი პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ მოინახულა. ხელისუფლებამ დაზარალებულთა დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო.

ამ დრომდე იტალიის ქალაქ ვისოში მოქალაქეების ნაწილი უკვე მეორე ღამეს სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარში ათევს.

6.1 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაინგრა არა ერთი შენობა, მათ შორის ისტორიული ძეგლებიც, რომლებიც აგვისტოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ისედაც დაზიანებული იყო.

დღის ამბები