07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე ჩატარებულ გამოძიებას არადამაჯერებლად მიიჩნევს

რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე ჩატარებულ გამოძიებას არადამაჯერებლად მიიჩნევს. გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციამ წარუდგინა, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე მუშაობს.

დოკუმენტის თანახმად, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორის შემცველი გაზი სამჯერ გამოიყენეს და სამივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა სამთავრობო ძალებს ეკისრება.

გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები და სრულყოფილი გამოძიება თავად სირიის მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

დღის ამბები