07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ნაკრძალი ანტარქტიკაში შეიქმნება

მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ნაკრძალი ანტარქტიკაში შეიქმნება. გადაწყვეტილება ანტარქტიკის ცოცხალი რესურსების დაცვის ყოველწლიურ სამიტზე მიიღეს.

შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში გაიმართა და მას 52 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ნაკრძალი როსის ზღვას მოიცავს, რომელიც მეცნიერების აზრით, ადამიანის საქმიანობისგან ყველაზე ნაკლებად დაზიანდა.

როსის ზღვას სამხრეთ ოკეანის ტერიტორიის მხოლოდ 2 პროცენტი უკავია, თუმცა ზღვის ბინადრებისა და ცოცხალი ორგანიზმებისთვის უნიკალურ რესურსს წარმოადგენს.

გადაწყვეტილების თანახმად, მილიონ 570 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე მომდევნო 35 წლის განმავლობაში თევზჭერა აიკრძალება.

დღის ამბები