01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

უკანონოდ დაკავებული, საქართველოს 2 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ყოფილი ტყვეები არსენ ლაფაჩი და მალხაზ ლეჟავა ყვებიან, რომ ისინი საკუთარი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს აძოვებდნენ, როდესაც რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და დააკავეს თუმცა, მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ლეჟავა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან 6 დღის წინ, ხოლო არსენ ლაფაჩი სოფელ ქერედან 3 დღის წინ გაიტაცეს. 

დღის ამბები