01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და USAID-ის პროექტის ხელმძღვანელმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.

მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებენ.

“ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა საშუალება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებებით ვიმუშაოთ სამინისტროსთან. ჩვენ გვექნება საშუალება დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც რეგიონებშია განთავსებული. ჩვენ ცენტრებს გადავცემთ ლაბორატორიულ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტებს შეეძლებათ ადგილზე აღმოაჩინონ დაავადებები და კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს,“ - განაცხადა USAID-ის პროექტის ”ზრდა საქართველოში” ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა.

დღის ამბები