07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში

სირიაში არსებული ვითარება განიხილეს მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის სირიელ კოლეგას შეხვდა.

მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში პოლიტიკური პროცესის განახლება აუცილებელია. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.

მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ჯავად ზარიფმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება დილით გამართა და სირიის კრიზისი განიხილა.

დღის ამბები