01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
162-ე სკოლის ეზოში დაჭრილი ორი ახალგაზრდა და არცერთი დაკავებული - შესაძლო დამნაშავის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია

ორი დაჭრილი და არცერთი დაკავებული - 162-ე სკოლის ეზოში მომხდარი თავდასხმის ოფიაციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობებით 19 და 24 წლის ძმები მომხდარისთანავე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით ძმების დაჭრაში შესაძლო დამნაშავის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. უცნობია მომხდარის რა ვერსიას ამუშავებენ სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით, კი 19 და 24 წლის ძმებს რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების გამო ესროლეს.

საბურთალოს რაიონში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას პოლიცია 2 მუხლით იძიებს, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-ტარება. უცნობია რამდენ პირს ეძებს პოლიცია, არაოფიციალური ინფორმაციით კი ახალგაზრდებს ერთმა მამაკაცმა ესროლა.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები