07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს წევრებმა მოსულში 232 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა მოსულში 232 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ახალი მონაცემები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარმა გაასაჯაროვა. მასობრივი მკვლელობა ISIS-ის მებრძოლებმა მას შემდეგ მოაწყვეს, რაც მოქალაქეებმა დაჯგუფებაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს.

მისივე ინფორმაციით, ისლამურ სახელმწიფოს მოსულის ათი ათასობით მცხოვრები მძევლად ჰყავთ აყვანილი და შეტევის შემთხვევაში მათ ცოცხალ ფარად გამოიყენებენ. მოსულის ISIS-სგან გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 17 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო კამპანიაში საერთაშორისო კოალიცია, ქურთი მებრძოლები და სუნიტი მეამბოხეებიც არიან ჩართულები.

დღის ამბები