01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველოს დღეიდან 12 უვადო მოსამართლე ჰყავს, მათ შორის "რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი ნატალია ნაზღაიძეა

პირველი პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში - საქართველოში დღეიდან უვადო მოსამართლეები არიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 რჩეულს შორის რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეც მოხვდა. სააპელაციო სასამართლოში მის მუდმივ მოღვაწეობას საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა მხარი. ნაზღაიძესთან ერთად საბჭომ გადაწყვეტილება კიდევ 11 მოსამართლეზე მიიღო, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ.

პოლიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისას მხოლოდ მოსამართლეთა კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით არ უხელმძღვანელია.

პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ მიღებული რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის.

უვადოდ დანიშნული 12 მოსამართლე მანტიას საპენსიო ასაკამდე მოირგებს, თუმცა კანონდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, კანონმდებლობა უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.  

დღის ამბები