07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ლიტვის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემთხვევისთვის ახალი რეკომენდაციები გამოსცა

ლიტვის ხელისუფლების ახალი რეკომენდაციები ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში - თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობაში ათასობით ბროშურა გაავრცელა, რომელიც მოქმედების კონკრეტულ ინსტრუქციებს მოიცავს.

75-გვერდიან სახელძღვანელოში წერია, რომ რუსეთი მზადაა, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ.

უწყებაში ამოქმედდა ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ეჭვი გამოთქვან ვინმეს ჯაშუშობასთან დაკავშირებით.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ლიტვამ მსგავსი დოკუმენტი უკვე მესამედ გამოსცა. 

 

 

დღის ამბები