07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს არჩევნებში დამარცხდა

რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს არჩევნებში დამარცხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნება. 

გენერალურ ასამბლეაში გამართული კენჭისყრის დროს, რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში, მხარი 112-მა ქვეყანამ დაუჭირა, მისმა კონკურენტმა უნგრეთმა და ხორვატიამ კი 144 და 114 ხმა მიიღეს. შესაბამისად რუსეთი საბჭოს ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ქვეყანა საბჭოს 2016 წლის ბოლოს დატოვებს.

კენჭისყრამდე გაეროს საბჭოდან რუსეთის გარიცხვის თხოვნით 80-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმართა, მიზეზად კი სირიის მიმართ ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკა დასახელდა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში სულ 14 ახალი წარმომადგენელი აირჩიეს. 

 

 



დღის ამბები