01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
ქუთაისში საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა ბომონდში მოხდა. გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა კლინიკის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონა საკეისრო კვეთის შემდეგ, 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო და ფარული სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. 

დღის ამბები