07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ალეპოში ავიაიერიშების განახლების უფლება არ მისცა

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ალეპოში ავიაიერიშების განახლების უფლება არ მისცა. შესაბამისი თხოვნით გენშტაბმა პრეზიდენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

პუტინის პრესმდივნის განცხადებით, ქვეყნის ლიდერი ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გაგრძელებას ემხრობა იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა და მებრძოლებმა რეგიონის დატოვება შეძლონ.

ამბოხებულები ალეპოს აღმოსავლეთ რაიონში სამთავრობო ძალების ალყის გარღვევას ცდილობენ. საბრძოლო მოქმედებების შედეგად გუშინ 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. 

დღის ამბები