07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება განახლდა

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰილარი კლინტონის ე.წ. იმეილების სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმეში ახალი წერილები გაჩნდა, რომელსაც სწავლობენ.

ჰილარი კლინტონი გამოძიების განახლებას უკვე გამოეხმაურა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება კვლავ მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ჰილარი კლინტონი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს, პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმეზე ახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება გააკეთოს.

განცხადება დონალდ ტრამპმაც გააკეთა. ტრამპის თქმით, ეს უოტერგეიტის შემდეგ შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალია. 

 

დღის ამბები