07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
21 ადამიანი დაშავდა ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად

21 ადამიანი დაშავდა ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინციდენტი კომპანია ემერიქან ეარლაინსის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის ბორტზე მოხდა.

თვითმფრინავში 161 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ლაინერის ძრავს მოედო.

ადგილზე აფეთქების საფრთხეც წარმოიქმნა, რადგან ინციდენტის დროს ასაფრენ ბილიკზე საწვავი დაიღვარა. ბოინგ 767 მაიამიში გასაფრენად ემზადებოდა. 

დღის ამბები