01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
თელავში ერეკლე მეორის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

თელავში ერეკლე მეორის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძველი ვიტრაჟები ახლით შეიცვალა, დარბაზი და იატაკი ქართული ქვით მოპირკეთდა.

გალავნის მეორე მხარეს მდებარე შენობის სამუშაოები კი ისევ გრძელდება. შენობაში განთავსდება ისტორიული მუზეუმი, ფონდ-საცავი და სამხატვრო გალერეა.

კომპლექსი სრული დატვირთვით დამთვალიერებელს მომავალი წლიდან უმასპინძლებს. 

დღის ამბები