07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
პარიზში პოდიუმზე მოდელებს მხოლოდ შოკოლადისგან შექმნილი კოსტიუმები ეცვათ

პარიზში შოკოლადის რიგით 22-ე ყოველწლიური ბაზრობა გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საფრანგეთის დედაქალაქში უჩვეულო ჩვენება მოეწყო. პოდიუმზე გამოსულ მოდელებს შოკოლადისგან შექმნილი კოსტიუმები ეცვათ.

დეფილეში მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები და ორი ყოფილი მის საფრანგეთი მონაწილეობდა.

მიწვეულ სტუმრებს ტკბილეულის, მათ შორის შოკოლადის ეიფელის კოშკის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.

შოკოლადის ბაზრობა პარიზში პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები