01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი - საქართველოს ინიციატივით დღეს ექსპო ჯორჯიას მეექვსე პავილიონში მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში იმ კომპანიების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა რომლებიც წლების განმავლობაში  პირველი ნაბიჯი - საქართველოსთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობენ და მოზარდებს სამომავლო განვითარებაში ეხმარებიან.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, ესწრებოდნენ.

დღის ამბები