07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ნატო ორგანიზაციის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას "უსაფუძვლოს" უწოდებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს. "რუსეთის 5 მითი ნატოს შესახებ" - ამ სათაურით გამოქვეყნდა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა განმარტებული, რატომ არის უსაფუძვლო ალიანსის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება.

პირველი მითი შეეხება მოსკოვის მოსაზრებას, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ცივი ომის დასრულებით საკუთარი მისია ამოწურა, ნატოში კი მიაჩნიათ, რომ დღეს მსოფლიო კიდევ უფრო სახიფათო გახდა, მათ შორის რუსეთის ქმედებების გამო და ამიტომ ალიანსის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

დოკუმენტის ავტორები უარყოფენ ბრალდებასაც, თითქოს ნატო რუსეთის ალყაში მოქცევას ცდილობს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მათი ხელისუფლების თანხმობის გარეშე.

დღის ამბები