01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
უშედეგოდ დახარჯული 1 მილიონი - იპოდრომის მიმდებარედ ესტაკადის პროექტი ვერ განხორციელდება

საცობების აღმოსაფხვრელად წელიწადნახევრის წინ დედაქალაქის მერიამ იპოდრომის მიმდებარედ საავტომობილო ესტაკადის დაპროექტება დაიწყო, უკვე 2016 წლის მაისში კი ტენდერის მეშვეობით შპს ზიმოს ესტაკადის მშენებლობაც დაუკვეთა. მშენებლობა, წესით, 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.

ახალი ესტაკადის ღირებულება 2 700 000 ლარია, საიდანაც 1 052 000 ლარი მერიამ შპს ზიმოს ავანსის სახით ივნისშივე ჩაურიცხა.

ტერიტორია, სადაც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გადის, დღემდე კერძო მესაკუთრის ბალანსზეა, თუმცა მერიას ამ გარემოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მხოლოდ წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება.

ტერიტორია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნის, რომლის უკან ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, დგას. 2009 წელს ინვესტ კაპიტალმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ჟოკეი კლუბისგან 48 მილიონ დოლარად იყიდა.

ესტაკადაზე მუშაობის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ კი თბილისის მოსახლეობას მხოლოდ 30 000-ლარიანი პროექტი, უშედეგოდ დახარჯული 1 მილიონი ლარი და საინფორმაციო დაფა რჩება.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები