09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ლატვიაში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ლატვიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ხმების უმეტესობა პრორუსულმა პარტია ”თანხმობამ” მოიპოვა, რომელსაც რიგის მერი ხელმძღვანელობს. ნილ უშაკოვის სოციალ-დემოკრატების პარტიამ ხმების 23 პროცენტი აიღო, მეორე ადგილზე კი უკვე ყოფილი მმართველი პარტია ”ერთობაა” ხმების 21 პროცენტით. პირველ სამეულში ხმების 19 პროცენტით ”მწვანეთა და ქრისტიანთა კავშირი” მოხვდა.

ექსპერტების განცხადებით, პრორუსული პარტია, რომელიც პუტინის ”ედინაია რასიასთან” თანამშრომლობს, სეიმში უმრავლესობას მაინც ვერ აგროვებს. მის ოპონენტებს საპარლამენტო კოალიციის შექმნისა და უმრავლესობის ჩამოყალიბების დიდი შანსი აქვთ.

დღის ამბები