07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - ბიძგების სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდას აღწევს

ცოტა ხნის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა იტალიაში. ბიძგების სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდას მიაღწია. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც რუსთავი 2-ს ადგილზე მყოფი ქართველები ატყობინებენ, შემთხვევას ნგრევა მოჰყვა.

მიწისძვრა იტალის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ეპიცენტრი პერუჯადან 68 კილომეტრში, სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 07:30-ზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იტალიაში 2 საათის შუალედში 2 მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, არიან დასავებულებიც.

 

დღის ამბები