07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

ძლიერ მიწისძვრას იტალიის ცენტრალურ რეგიონში ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგების შედეგად დაზარალდა ქალაქი ნორჩა და ვისო, რომლებიც ეპიცენტრთან მდებარეობენ.

ნორჩაში უძველესი ბაზილიკა ჩამოინგრა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ნორჩასა და ახლოს მდებარე ქალაქებში ნაწილობრივ დაინგრა ისტორიული შენობები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. 6 მთელი 6 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონში დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე, რომიდან 125 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ დედაქალაქშიც, ფლორენციასა და ჩრდილოეთ რეგიონებშიც იგრძნობოდა.

იტალიაში საქართველოს საელჩოში გახსნილია ცხელი ხაზი, უწყების აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ საელჩოში არ მიუღიათ.

დღის ამბები