01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დარღვევებით მიმდინარეობს - არასამთავრობოები

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დარღვევებით მიმდინარეობს. გამოვლენილი გადაცდომების შესახებ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გაიმართა მედიაცენტრში, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაცემებს ერთობლივად აჯამებს. 

14:00 საათისთვის არსებული მონაცემები საზოგადოებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა პირები დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ ან ემუქრებოდნენ. 

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორში დაფიქსირდა სადაც, მისი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის წევრი მისი ორგანიზაციის წარმომადგენელს დაემუქრა. 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დამკვირვებლებზე მუქარა, ან ხელის შეშლა კანონით ისჯება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. 

ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების გრაფიკული მონაცემები:

 

დარღვევები
Create line charts

 

 

 

დღის ამბები