01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები - 7 საათში 38 დარღვევა დაფიქსირდა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უკვე 7 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 50 მაჟორიტარულ ოლქში 38 დარღვევა გამოავლინა.

ერთ-ერთი ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის აჭარაში ფიქსირდება, სადაც დამკვირვებლებმა 10 გადაცდომა გამოავლინეს. ფოთში ფიქსირდება 2 დარღვევა მოხდა, 2 ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, 2 ლანჩხუთში, ჩოხატაურში ერთი, ქუთაისში 3, ბაღდათში 2, ახალციხეში 3, კასპში 2, მცხეთაში 1, თბილისშიც 1 მარნეულში 7, ერთი დარღვევა დაფიქსირდა საგარეჯოში და ერთიც გურჯაანში. 

არასამთავრობო სექტორის მიერ გამოვლენილი დარღვევები კატეგორიებად ასე ნაწილდება:

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე 10, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები 14, დარღვევები ხმის მიცემის დროს 18.

დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

დარღვევების შესახებ 15:00 საათისთვის არსებული მონაცემები ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, გააცნო. 

მონაცემები გრაფიკულად ასე გამოიყურება:

დარღვევები
Create line charts
დღის ამბები