01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები - ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. საქართველს 50 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა, ამ წუთებში ყველა საარჩევნო უბანი უნდა დაიხუროს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიას 8 საათის შემდეგ უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს მხოლოდ იმ ამომრჩეველს, რომელიც ამ დროისთვის რიგში დგას.

კენჭისყრის დასრულების და უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის წევრები წინასწარ განსაზღვრულ პროცედურებს განახორციელებენ და ხმების დათვლას დაიწყებენ.

მეორე ტურში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ქართულ ოცნებას აქვს იმ შემთხვევაში, თუ პარტიის 46 კანდიდატი მოახერხებს გამარჯვებას. 

პარლამენტში ერთი მანდატის მოპოვების შანსი აქვთ თავისუფალ დემოკრატებსაც

ამ დროისთვის პარლამენტში სამი პარტია შედის, ყველაზე მეტი მანდატი ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქართულ ოცნებას აქვს, შემდეგი ნაციონალური მოძრაობაა, ბოლოს კი პატრიოტთა ალიანსი

საპარლამენტო არჩევნები
Create line charts
ამავე თემაზე
დღის ამბები