01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ მარნეულში ელექტროენერგია გაითიშა

არჩევნების დასრულებისთანავე ელექტრო ენერგია გამოირთო მარნეულის 2 საარჩევნო უბანზე. ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე წუთის განმავლობაში 86-ე და 50-ე საარჩევნო უბნები დარჩა. საარჩევნო უბნებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

ისევე, როგორც პირველ ტურში, მარნეული დღესაც იყო ხმაურის და დაპირისპირების მთავარი ცენტრი. აქ რამდენიმე ინციდენტი მოხდა სხვადასხვა უბანზე. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები არ შეუშვეს უბანზე, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ან დამკვირვებლებს შორის სხვადასხვა საკითხზე კამათი გაიმართა.

მარნეულში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მარკირების პროცედურა იყო, რომელიც, ოთო კახიძის განცხადებით, ძირითადად საარჩევნო უბნებზე არ კეთდებოდა. ის, რომ მარკირების კუთხით მარნეულში პრობლემები იყო დღეს დღის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე რამდენჯერმე აღნიშნეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობაც. მეტიც, ოთო კახიძე აცხადებს, რომ ხშირად კომისიის წევრები ნახულობდნენ ამომრჩევლის ბიულეტენს, თუ ვის მისცა მან ხმა. ამასთან, იყო შემთხვევები, როცა ხმის მიცემის პროცესი კაბინის გარეთ ხორციელდებოდა. 

მარნეულში ამომრჩევლის აქტივობამ 40% შეადგინა. 

 

საპარლამენტო არჩევნები
Create line charts
დღის ამბები