01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ქართული ოცნების მხარდამჭერი ამბობს, რომ საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით ვიდეოში ქართული ოცნების მხარდამჭერი ამბობს, რომ მან მარნეულის ნომერ 86-ე საარჩევნო უბანზე 400 ბიულეტენი ჩაყარა. 

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს კურიერის გადამღები ჯგუფი თუმცა ამ დროისთვის ეს არ ხერხდება, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 

"იქ სადაც მოახერხეს კომისიის წევრების დაშინება იქ პირდაპირ ჩაყარეს ბიულეტენები. ოცნების წარმომადგენელი წარმატებას უზიარებს მის მეგობარს თუ როგორც მოახერხა და ოცნების 80 ხმა როგორც აქცია 400-ად,"- განაცხადა ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ. 

საგანგებო განცხადება გააკეთა მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმაც. აჰმედ იმამყულიევი მოითხოვს, რომ გაუქმდეს 36-ე საარჩევნო ოლქის შედეგები. 

"ეს ბოლო ფაქტი ადასტურებს, თუ როგორ აყალბებენ არჩევნებს. მე ვითხოვ, რომ 36-ე ოლქი უნდა იყოს გაუქმებული," - განაცხადა იმამყულიევმა

 

 

დღის ამბები