01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
ჩემი უბანია, გადი აქედან, გააძევეთ! - რუსთავი2-ის გამოჩენას საარჩევნო უბანზე ხმაური მოჰყვა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მთაწმინდის საარჩევო ოლქში.  ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გამოიწვია. 

საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ და კომისიის რადდენიმე წევრმა რუსთავი2-ის ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურ ბეიჯებსაც მალავდნენ, სადაც მათი ვინაობა იყო დატანილი. 

"ჩემი უბანია, გადი აქედან, აქ რა გინდა სართოდ? რა შენი საქმეა, აქ ვინ რას აკეთებს, გააძევეთ უბნიდან," - ეს იმ რეპლიკების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გამოიყენა. 

საარჩევნო უბანზე გამოიძახეს პოლიცია. 

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი საარჩევნო უბანზე დღის ბოლოს ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე 1 საათით ადრე მივიდა იმისათვის, რომ გადაეღო მასალა, თუ როგორ იხურებოდა საარჩევნო უბანი. 

დღის ამბები