09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რეჯეპ ტაიპ ერდოანს ბოდიში მოუხადა. მიზეზი მისი განცხადება გახდა, რომელშიც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მთავარ პრობლემას მისი მოკავშირეები წარმოადგენენ.

”მათ დახარჯეს მილიონები და გამოყვეს ტონობით იარაღი ასადის წინააღმდეგ მებრძოლების დასახმარებლად, მაგრამ ეს ხალხი ”ალ ქაიდას” მოკავშირეები აღმოჩნდნენ”, - ამ სიტყვებმა თურქეთის პრეზიდენტი გაანაწყენა. ერდოანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა თურქეთი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაფინანსებასა და შეიარაღებაში დაადანაშაულა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ერდოანს ტელეფონით დაუკავშირდა, ბოდიში მოუხადა და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა.

დღის ამბები