01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
ჭიათურაში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ჭიათურაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. სახლში ინციდენტის დროს მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა, მას სახლი დროულად დაატოვებინეს და არანაირი დაზიანება არ მიუღია. 

რაც შეეხება სახლს, ის სულ დაიწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა გამოძახებაზე მისვლა დააგვიანა. 

დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი სახლებიც. შენობებზე ჩამსხვრეულია შუშები. 

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.  

დღის ამბები