01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ჭიათურაში ორსართულიანი სახლი დაიწვა - ხანძრის მიზეზი უცნობია

ორსართულიანი სახლი დაიწვა ღამით ჭიათურაში. ინციდენტის დროს სახლში მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოყვანა დროულად მოხერხდა. ის არ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, გამოძახებაზე მისვლა დააგვიანა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა. სახლი კი მთლიანად დაიწვა. დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი სახლებიც და ჩამსხვრეულია შუშები.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცველებიც.

დღის ამბები